ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები –  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეებიგანახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვა.

“საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით. პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წლის 16 აპრილს, 16:30 სთ-ზე, სასტუმრო შერატონში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....