მთავრობის მხრიდან ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და დიალოგი საჭიროა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეთა პირობებზე პასუხს რამდენიმე დღეში პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გააცნობენ საოზგადოებას.
“მე აბსოლიტურად არ ვიზიარებ, რომ ხელშეკრულება არის კაბალური. პირიქით, მგონია, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო. თუმცა ეს არის ჩემი აზრი, შესაბამისად იმიტომ არის დიალოგი, რომ ყველაფერი პუნქტებად გავიაროთ. მათ ჰქონდათ სამი პირობა, ჩვენ ამისთვის ვითხოვეთ რამდენიმე დღე, რომ პრემიერთანაც გავიაროთ კონსულტაციები. ამის შემდეგ გავცემთ ყველაფერზე პასუხს. მთავარია, რომ დიალოგი დაიწყო კონსტრუქციულად”, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობის წარმომადგენლები რიონის ხეების მცველებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.
რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ხეობის გზა გადაკეტა და მოძრაობა შეზღუდა. აქციის მონაწილეები, ბოლო დღეებია სოფელ გუმათთან გამოთქვამენ პროტესტს.

