aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე ევროკავშირის მხრიდან შესაძლოა ფინანსური ინსტრუმენტები გადაიხედოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ევროკავშირისგან მხარდაჭერა იქამდე ექნება, ვიდრე ქართველი ხალხი და საქართველო ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გზაზე იდგმება, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ კრიზისი არ მოგვარდება შესაძლოა ბევრი რამ გადაიხედოს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი ევროკავშირის მხრიდან.

“საქართველო არის ევროკავშირის ძალიან ახლო პარტნიორი.  ევროკავშირი მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოწოდებულია, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დარეგულირდეს. ევროკავშირი საქართველოს ზურგს არ შეაქცევს. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი დემოკრატიული რეფორმების, ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის, ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების გზაზეა, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა თუ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ მოიძებნება, გარკვეული ცვლილებები იქნება, ევროკავშირის მხრიდან მოხდება გადაფასება. ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, წერტილი. ამ საკითხით არავინ უნდა ისპეკულიროს. თუმცა ვფიქრობ, ჩვენი კავშირები შესაძლოა, აღარ იყოს ასეთი მჭიდრო, შემცირდეს მაღალი დონის ვიზიტები, შესაძლოა, გადაიხედოს ფინანსური ინსტრუმენტები. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და მე არ მსურს, სათანადოდ არ შევაფასო ეს”, – განაცხადა კალიურანდიმ.

იტვირთბა....