aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბალტიელი საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამი ბალტიური ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატად გაემგზავრნენ. ბალტიელი კოლეგები მიიღო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელმაც მათ მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისთვის.

“მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს ბალტიელ მეგობრებსა და კოლეგებს კიევში, მაშინ, როდესაც რუსეთი საკუთარი მოქმედებებითა და განცხადებებით  აგრძელებს ვითარების ესკალაციას”, – წერს უკრაინელი მთავარი დიპლომატი საკუთარი ტვიტერის პოსტში.

უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.

ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სწავლებაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე დღის წინ ფრონტის ხაზზე ჩავიდა ვითარების ადგილზე გასაცნობად.

იტვირთბა....