[su_quote] სწორედ 2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მოსულმა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გადადგა თანმიმდევრული, მკაფიო ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ეს პროცესი არის შეუქცევადი. როგორც არასდროს, ასეთ მაღალ ნიშნულზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვინ მიიყვანა, თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, დაწყებული 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე. იქ დღევანდენი პრემიერის საქმიანობაზეც იყო საუბარი, რომელმაც თავისი კონკრეტული ქმედებით უზრუნველყო ის, რომ საქართველო-ამირიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს დონეზე და საქართველოს დასავლურობაში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციაში არავის ეჭვი არ ეპარება. [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.