aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსახიობი ქეთი სვანაძე: როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი ვგმობ ძალადობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანაძე ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მხარს უჭერს ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი გმობს ძალადობას.

“ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი საუბედუროდ ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია. ძალადობის აღიარება  დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას…. მე როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი ვგმობ ძალადობას! არა ძალადობას”, – წერს მსახიობი.

მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში ფარული კონვერტი განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.

იტვირთბა....