aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანა ლორთქიფანიძე: არ მგონია ნინუცა ტყუოდეს, მაგრამ რასაც სტურუას უწოდებენ, ეგ არ არის ძალადობა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, ინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს მაგრამ ამბობს რომ ახლა რაც რობერტ სტურუას მიმართულებით ხდება ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. ამის შესახებ მან რუსთავი ორთან ისაუბრა.

“რასაც აკადრებენ ბატონ რობერტს, არავინ იცის, ეს სიმართლეა, ტყუილია… ამას დამტკიცება სჭირდება, ხელაღებით ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ შევსწრებივარ, არ მინახავს… არ მგონია ნინუცა ტყუოდეს, მაგრამ რასაც აკადრებენ რობიკოს და რასაც უწოდებენ, ეგ არ არის ძალადობა? სიტყვიერი ძალადობა ხშირად შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ფიზიკური.

ბატონი რობერტი ვალდებულია, თავისი მსახიობები დაიცვას. ხვალ შეიძლება ჩემზეც თქვას ვინმემ, რომ მასზე ვძალადობდი, ამიტომ უნდა გამაგდონ თეატრიდან? მისცენ დასს, თეატრის ხელმძღვანელობას საშუალება თვითონ მიიღონ ზომები და არა გარეშე პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ზუსტად მივხვდი, რას ნიშნავდა თავის დროზე სააკაშვილის მხრიდან გამოთქმა “ჩარეცხვა”, “ჩასარეცხები”, “ჩარეცხილები” – მიაღწიეს ამას, ყველა ავტორიტეტი, თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, გადაევლოთ ამ ადამიანებისთვის ადვილად”, – ამბობს მსახიობი.

მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში ფარული კონვერტი განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს

იტვირთბა....