aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings იფრენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings – ი შეასრულებს, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

„სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings – მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი – დიუსელდორფი – თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება”, – ამბობს თურნავა.

მიმდინარე წლის 21 ივლისიდან Eurowings – ი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

იტვირთბა....