ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა გახარიაზე: ნებისმიერი ადამიანი იქნება მისასალმებელი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგია

ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გახარიას პარტია მისასალმებელი იქნება თუ ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იდგება.

“თუ ის რეალურად აპირებს ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას, მაშინ ბუნებრივია, გინდა ცალკე იყოს გინდა ჩვენთან ის იქნება პარტნიორი, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც გულწრფელად, უკან მოუხედავად გადაწყვეტს დაუპირისპირდეს – აი ამ სრულიად არააადამიანურ, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ივანიშვილის რეჟიმს, ნებისმიერი ადამიანი იქნება მისასალმებელი, მაგრამ ამისათვის მან თავის წარსულში უნდა შეიტანოს სიცხადე და ასევე, თავის გეგმებში. მარტივი შეკითხვაა – შეუქმნის გახარია თუ არა ივანიშვილს კოალიციას, თუ კი, ის ივანიშვილის პროექტია, თუ არა, მაშინ ის ივანიშვილის წინააღმდეგაა”, – ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ოცნება რამდენიმე თვის წინ დატოვა, მისი პარტიიდან წასვლა ნიკა მელიას დაკავებას უკავშირდება. 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებიდან კიდევ 6 დეპუტატი წავიდა და ისინი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.

იტვირთბა....