aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გოლეთიანი: მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები პირი, მაგრამ არა ნათია თურნავა, ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვენ ხელისუფლებას მუდმივად ვთხოვდით, რომ თანასწორ გარემოში შემდგარიყო ჩვენი დიალოგი. ამ მიმართულებით, მზად ვართ, გადავდგათ დღესაც ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად უნდა აიღონ რკინის კედელი, გადავადგილდეთ ნამახვანში, დავდგათ კარვები, შემდეგ მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ არა ნათია თურნავა. ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ. მასთან დიალოგის სივრცე, კონკრეტულად არ არსებობს”, – ამის შესახებ “რიონის მცველების” აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა

გოლეთიანის თქმით, აუცილებელია მათ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდეთ ან დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი.

“შესაძლებელია, მობრძანდეს ბატონი პრემიერი, ან დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც მიენიჭება ლეგიტიმაცია, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. გაეცნოს საკითხს, პროტესტის საგანს”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს, 15 აპრილს “რიონის მცველებმა” ქუთაისიდან ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლეს და პროტესტს იქ აგრძელებენ.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

 

იტვირთბა....