ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მოჭიდავე ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს — მათი დაკავება ნამოხვანჰესს უკავშირდება

ბათუმში მოჭიდავე ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება გუმათში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
გამოძიება დაწყებულია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
იტვირთბა....