ახალი ამბები მთავარი

ზურაბიშვილი: სკოლაში სვანური და მეგრული ენების შესწავლის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება, ერთად ვითარდება. მისივე თქმით, “ისე მოვედით, რომ არცერთი ურთულესი განსაცდელის დროსაც კი, როცა ქვეყნის ტერიტორიებს და მოქალაქეებს უმძიმესი საფრთხეები ემუქრებოდათ, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის.”

ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება! ასე მოვედით დღემდე, 21-ე საუკუნემდე, პატარა ქვეყანა საკუთარი უნიკალური ენით, სამი სახეობის უნიკალური ანბანით, მსოფლიოს მიერ აწ უკვე აღიარებული და სწორედ დაფასებული ფენომენით.~

ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას. ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშაოთ.

ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“, – თქვა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....