ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ განცხადება ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

“დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე”, – წერს კიკნაველიძე და ამბობს, რომ პროცესებში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა არა პარტიის წევრის რანგში, – “მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს”, – წერს ირაკლი კიკნაველიძე.

ცნობისათვის, ევროპული საქართველო ასევე დატოვა გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ. 10 აპრილის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

იტვირთბა....