“ადამიანები ვისაც ჰგონია რომ #metoo კამპანიებით მტყუან-მართლის გარჩევა არის შესაძლებელი, უბრალოდ სულელები არიან, ან ნაბიჭვრები”, – წერს გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია.
ხვიჩიამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ლაპარაკობს, რომ ნინუცა მაყაშვილს დაქალებმა ცუდი რჩევა მისცეს და მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე არის ამაზრზენი საქციელი. ამის შესახებ ხვიჩიამ newsreport ელაპარაკა.
“Me too კამპანია აუგორეს მის [რობერტ სტურუას] ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ [თქვა], 30–იანი წლების რეპრესიები “მოხოდეს” ქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად.
Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, “პროსტა” გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი/უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა Me too კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.
ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს. თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. მეტრონომი მაცხონაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ცდილობს, თავად ბესო ზანგურს დაუკავშირდეს.