დაღუპულის ნათესავები 1 მილიონ დოლარს მოითხოვენ
როგორც Business insider ავრცელებს, მეთევზე, რომელმაც ღია ზღვაში 14 თვე გაატარა, შეიძლება 1 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს. მას ბრალად ედება კოლეგის შეჭმა თავის გადარჩენის მიზნით.
სალვადორ ალვარენგა და ეზეკიელ ქორბოდა ორი დღით ერთად გავიდნენ ზღვაში სათევზაოდ. საშინელი შტორმის შედეგად მათ ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხეს და დიდი დროის გატარება მოუწიათ ზღვაში. ისინი თევზით და ფრინველებით იკვებებოდნენ, სითხედ კი ფრინველების სისხლს იღებდნენ.
სამწუხაროდ, ქორბოდამ სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლო. სიკვდილის წინ მან ალვარენგას სთხოვა, რომ არ შეეჭამა მისი გვამი, მოეძებნა მისი ნათესავები და მოეყოლა მათთვის რა მოხდა.
როგორც ალვაგერა ყვება, 6 დღის განმავლობაში შეძლო დაღუპული კოლეგის სურვილის შესრულება, თუმცა შემდეგ, უყურადღებობის გამო, გვამი ზღვაში გადაუვარდა.
348 დღე ზღვაში ყოფნის შემდეგ, ის ისლანდიის კუნძულებთან იპოვნეს.
ქორბოდას ნათესავებს სჯერათ, რომ ის კანიბალიზმის მსხვერპლი გახდა და გადარჩენილი მეთევზისგან კომპენსაციის სახით 1 მილიონ დოლარს მოითხოვენ. ალვარენგას ადვოკატი ბრალდებას უარყოფს.