ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: პატიოსნად გეტყვით, რომ სანამ ენგურის ტრაგედია იქნებოდა მანამდეც განვიხილავდით ამ თემას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის თქმით, ენგურზე მომხდარ ტრაგედიამდე ფიქრობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანების 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას.

“პატიოსნად გეტყვით, რომ სანამ ენგურის ტრაგედია იქნებოდა მანამდე იყო ამ თემის განხილვა. ახალა შეიცვალა ის რომ ჩვენს თანამაოქალქეებს აფხაზეთიდან ვთავაზობთ ვაქცინციას”,- ამბობს გამყრელძე.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად ანტიგენით ტესტრიებას გაივლიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

იტვირთბა....