ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო: ოცნებიდან წასული 6 დეპუტატით, უმრავლესობა არ დაიშლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქართული ოცნებიდან წასული 6 დეპუტატით უმრავლესობა არ დაიშლება.

“მოულოდნელი იყო. მოლოდინი მქოდა რომ წინასწარ კონსულტაციებს გაივლიდნენ თავის გუნდის წევრებთან და ასე საჯაროდ არ გავიგებდით, ექვსი დეპუტატის დატოვებით საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიკარგება. გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება არც თუ ისე სუსტი”, – ამბობს სერგეენკო.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებას 6 დეპუტატი ტოვებს. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადადიან.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.

იტვირთბა....