ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაპუაშვილი ოცენებიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ: ქართული ოცნება დღეს უკონკურენტოა 

ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნება დღეს არის უკონკურენტო. ამის შესახებ პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქართული ცონებიდან გიორგი გახარიას გუნდში 6 დეპუტატი გადავიდა.

“ქართული ოცნება დღეს უკონკურენტოა, ბევრი მიზეზის გამო, იქნება ეს ის ლიდერები ვინც ამ გუნდში არიან თუ პროგრამა თუ გაკეთებული საქმე. საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალია რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილა, თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია, ვნახოთ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მიიიღებს”, – ამბობს პაპუაშვილი.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებას 6 დეპუტატი ტოვებს. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადადიან.

“იცით, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ვართ, ვართ თანამოაზრეები. ჩვენ დღეიდან, გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც ქართული ოცნების დეპუტატები”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.

შეგახსენებთ რომ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ტოვებს.

იტვირთბა....