aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური რიონის ხეობაში – ენკას ოფისთან ვითარება დაიძაბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ გუმათში, სადაც კომპანია ენკას ერთ-ერთ ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ვითარება დაიძაბა. აქტივისტებმა კომპანიის შესასვლელი დაბლოკეს, რათა ტრანსპორტის გადაადგილება შეეზღუდათ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა, განაცხადა, რომ ისინი გზის გადაკეტვას მშვიდობიანად ცდილობენ, მძღოლთან დაპირისპირებაში კი პროვოკატორები შევიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციის არევისთვის არიან შეგზავნილი.

“მოსახლეობა გაივლის და ვერ გაივლიან კომპანიის მანქანები,  არიან პროვოკატორები, რომელშიც შევიდნენ დაპირისპირებაში მძღოლთან, ცდილობენ აქაურობა არიონ და ჩვენ ვცდილობთ, არ მივცეთ ამის საშუალება”, – ამბობს განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....