ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„უკრაინელმა ხალხმა უვიზო მიმოსვლა სისხლით დაიმსახურა“

„უკრაინელმა ხალხმა უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა არამარტო რეფორმებით, არამედ საკუთარი სისხლით და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლით. უფლება გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან გვქონდეს ” – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში ვიზიტის დროს.

პოროშენკო ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების სასარგებლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების  მიღებას სთხოვს. ბრიუსელის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება უკრაინის მიმართ რეფორმების გაგრძელება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მინსკის შეთანხმება არ შესრულდება.

იტვირთბა....