თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დღეს 3 საათზე კვლავ პროკურატურაში იყო დაბარებული. პროკურატურაში მისვლამდე ორიოდე საათით ადრე ელისაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ამ მისვლაზე პროკურატურისთვის მაგთის ზარებისა და მესიჯების ამონაწერი უნდა მიეწოდებინა:
„3 საათზე უნდა მივუტანო მაგთიდან ზარების და მესიჯების ამონაწერი პროკურატურას. გამომძიებელს ვკითხე ამ ხნის მანძილზე თავად რატომ არ იზრუნეთ ამ მონაცემების მოპოვებისთვისთქო და რავიცი აბა, იქნებ მაინც თქვენ მოიტანოთო. რა მაგრად მუშაობენ მტკიცებულებების მოპოვებაზე, გაგიჟდები კაცი“