ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეცვალეს წევრს, ნიკა ფარულავას პოლიცია  სასამართლოს ეზოში მეგაფონის შეტანის საშუალებას არ აძლევდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი იმართება. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.

ცნობისთვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....