ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: ექსპერტების ჯგუფს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჩინური ვაქცინები რამდენად შეიძლება იყოს გამოყენებული 60 წლის ზემოთ ჯგუფში

[su_quote]ჩინური წარმოების ორი ვაქცინაა – სინოფარმი და სინოვაკი. ორივე თვის ბოლომდე ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას. გუშინ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები არაეფექტურია. შემდეგ გაჟღერდა, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია იმ განცხადების, რომელიც შეეხებოდა რეალურად ვაქცინების ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობას სხვადასხვა ვაქცინის კომბინირების გზით. განცხადება არ შეეხებოდა სინოფარმის და სონოვაკის დაბალ ეფექტურობას… ჩვენთვის ცნობილია წინასწარი დასკვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების კომიტეტიდან ორივე ვაქცინასთან მიმართებაში. საუბარია იმაზე, რომ ორივე ვაქცინის ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჯერჯერობით მონაცემები 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში არის შეზღუდული. ამდენად, ექსპერტების ჯგუფს უჭირს პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება, ეს ვაქცინები რამდენად შეიძლება იყოს გამოყენებული 60 წლის ზემოთ ჯგუფში [/su_quote]

აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

იტვირთბა....