ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ თურქეთს მოუწოდებს ერაყიდან სამხედროები გაიყვანოს

აშშ თურქეთს მოუწოდებს ერაყიდან სამხედროები გაიყვანოს და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ინფორმაციას Russia Today ავრცელებს.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯონ ბაიდენი შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრს ჰეიდერ ალ აბადის. ოფიციალურ შეხვედრაზე თურქული სამხედროების გაყვანის საკითხზეც იყო მსჯელობა. ბაიდენის თქმით, ნებისმიერი უცხოური სამხედრო შენაერთის ყოფნა ერაყის ტერიტორიაზე, ერაყის ხელისუფლებასთან უნდა იქნას შეთანხმებული.

შეგახსენებთ, ანკარამ ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს 4 დეკემბერს  150 ჯარსკაცი  და  24 ტანკი შეიყვანა. თურქული სამხედრო ძალების შესვლას ერაყში მოსახლეობისა და ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა.

თავად ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფო“ მიერ კონტროლდება.

იტვირთბა....