aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადადგეს თურნავა – მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოთხოვნები ხელისუფლებას

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის, მთავრობასა და კომპანია ენკა რინიუებლზს შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულების გაწყვეტას მოითხოვს.
მოძრაობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენლები ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვის გაუქმებასაც ითხოვენ.
მათ მთავარ მოთხოვნებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც შედის.
“170-ე ღამე კარვებში. მოვითხოვთ: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია ენკა რინიუებლზს შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ენკა რინიუებლზისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, 11 აპრილს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

აღნიშნულმა მოძრაობის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.

მოგვიანებით, პოლიციამ კარვები აიღო. ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....