[su_quote]რაც მქონდა გეგმა, მაქსიმალური არ ვიცი, მაგრამ მიახლოებით მაინც შევასრულე. ჩემს ფიქრებში ოდნავ მეტიც იყო, მაგრამ რაც მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, მათ დავემორჩილე. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა. არა მარტო მე, ჩვენმა მთლიანმა გუნდმა ასახელა ქვეყანა[/su_quote]
ეს განცხადება ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ რუსთავი 2-ის ეთერში მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგა გააკეთა. ტალახაძემ მოსკოვში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა და ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.