[su_quote]იდეალურ შემთხვევაში, თუ ეკლესიას ამის სურვილი ექნებოდა, ჩვენ მზად ვიქნებოდით, შევსულიყავით მათთან ერთად რთულ პროცესში. ეს მათზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა კოდექსში ცალკე თავი კულტურის დარგში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დასარეგულირებლად… ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუკი ეკლესიას ამის სურვილი არ ექნება, ან არ იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში თავს არ გავყოფთ. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ოფიციალურად დავიწყებთ, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირთან ეს პოზიცია გამოვხატე, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა, ეს არაოფიციალური კონტაქტია. იმედია, ვაქცინაციის პროცესი სწრაფად წავა და როდესაც რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი არ ვიქნები უწმინდესისა და უნეტარესისთვის, მე მას ვეახლები და რა თქმა უნდა, მას ვკითხავ. თუ იქნება მათი სურვილი, მზად ვიქნებით რთულ, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთოთ[/su_quote]
აღნიშნული განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქალების ნარატივში გააკეთა