ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ურმას პაეტი: რაც უფრო გახანგრძლივდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, მით მეტად დაზიანდება ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე

ევროპარლამენტარი ურმას პაეტი აცხადებს, რომ რაც უფრო გახანგრძლივდება საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე მით უფრო დაზიანდება.

როგორც ევროპარლამენტარმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, თუკი დაპირისპირებულ მხარებს დიალოგის ნება არ ექნებათ, ევროპა მათზე ზეწოლას ვერ მოახდენს.

“საქართველოს მომავლის გასაღები ქართველების, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. ამიტომ, ჩვენ გარედან ვერ მოვახდენთ ზეწოლას, თუკი დაპირისპირებულ მხარებს შორის არ იქნება ერთმანეთთან საუბრის ნება. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსები ზრდასრული ხალხია. მათ კარგად იციან, რის პირისპირ დგანან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ნათელია, რომ თუ ეს შიდა პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე. ვიცი, რომ ქვეყნის ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავენ. ასევე, სურთ, რომ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, თუმცა, ამავდროულად, მათ უნდა გააცნობიერონ, რაც უფრო გახანგრძლივდება ეს კრიზისი, მით მეტად დაზიანდება ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპაშიც”, – აცხადებს პაეტი.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უწევდა, თუმცა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

 

იტვირთბა....