aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: არ დაუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.

უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ზომებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

“უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოტახნის წინ, გუმათში გამართულ აქციზე, რომელიც ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იმართება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. რიონის ჰესის მცველები ნამოხვანში გადასხლას ითხოვდნენ რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

შეგახსენებთ, ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

11 აპრილს მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.

შეგახსენებთ,  შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

იტვირთბა....