ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამილახვარი ადეიშვილზე: ის გაურბის თავის სამწუხარო წარსულს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც ამილახვარმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სამწუხარო წარსულს გაურბიან.

“მათ ფორმალურად, დიდი ხანია უკვე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ნათქვამი აქვთ, ყოფილ პრეზიდენტს იურიდიულადაც. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ  ეს არის სწორედ ამ ხაზის გაგრძელება. ისინი გაურბიან თავიანთ სამწუხარო წარსულს, რომელიც ეხება მათ საქართველოში მოღვაწეობას. ისინი სამართლებრივადაც უარს ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც მე ვფიქრობ, არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი”, – აცხადებს ამილახვარი.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, ზურაბ ადეიშვილს განცხადება უკვე შეტანილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

 

 

იტვირთბა....