დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომების შემდგომ ვაქცინაციისთვის დღეს ჯავშნის ფანჯარა გაიხსნება.
“მოსახლეობას უფრო აქტიურად მოვუწოდოთ აცრების გაკეთების თაობაზე. დღეს საღამოს 9 საათზე ჯავშნების ფანჯარა გაიხსნება. მოგეხსენებათ, რომ 30 რიცხვამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია, ამიტომ 4 მაისიდან აღდგომების შემდგომ, ერთი კვირის განმავლობაში ჯავშნების საშუალება ასტრაზენეკაზე იქნება”,- ამბობს გამყრელიძე.