ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია: სასამართლომ ლაშა ქუთათელაძის საქმის წარმოება შეწყვიტა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ გაათავისუფლა რიონის ხეობის დამცველთა აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ 9 აპრილს დააკავა, გაათავისუფლა.

მეტრონომი სოციალურ ქსელში საია-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2021 წლის 9 აპრილს, პოლიციამ ,,რიონის ხეობის დამცველთა’’ ერთ – ერთი აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე, დააკავა.

დაკავებული პირის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით შეადინა. დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დაკავებულის სამართალდარღვევის საქმეზე.

სასამართლომ არ დაადგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი, ლაშა ქუთათელაძეს არ დააკისრა არანაირი პასუხიმგებლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება. მის ინტერესებს #საია იცავდა”, – წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....