ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

მეტრონომი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა.” – ნათქვამია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მიერ.

10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ცნობისათვის, 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

იტვირთბა....