ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 506 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი. ამის შესახებ მონაცემები Stopcov-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 287 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 711, გარდაიცვალა 3869 პაციენტი.
ასევე კოვიდ-19-ით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.
ცნობისათვის, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.