ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქს დაცვა არ სჭირდება, თუ ამით ქულების დაგროვება უნდათ, ამაში ცუდი არაფერია

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს დაცვა არ სჭირდება და თუ ვინმე ამით პოლიტიკუ ქულებს იწერს ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა რუსთავი ორის ეთერში განაცხადა.

“თუ სახელებს სწორად დავარქმევთ მოვლენებს, მთავარი არის სახელის დარქმევა. მაშინ გაცხადდება თავისი შინაარსი. ესე იგი, პატრიარქს დაცვა არ სჭირდება. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანების ჯგუფმა გამოხატა პატრიარქის მიმართ თავისი დამოკიდებულება და ძალიან კარგი თუ გამოხატა. მაგრამ, თუ ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნები აქვთ, ეს მათი საქმეა. და თუ ესენი ცდილობენ, რომ პატრიარქისადმი მათი დამოკიდებულებით ქულები დააგროვონ, ამაშიც მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ”,- ამბობს მეუფე.

იტვირთბა....