მომღერალი გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს რომელსაც “აი ია” ერქმევა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ის, რომ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში, პირველ რიგში უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა “აი ია”. ეს მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება. შემდეგ, ამ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახავთ, ამას რამდენად შევძლებთ”