პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციამ არ უნდა ივაჭროს და პარლამენტში შევიდეს, რადგან წლებია იბრძვიან მურუსიძის “ჩასაბეტონებლად” მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“რამდენიმე წელი იბრძოლეს იმისათვის, რომ ჩაებეტონებინათ ეს მურუსიძე. შესაბამისად, რაზეც არ უნდა მოაწეროს ხელი, გადააგდებენ. ამიტომ, არ გინდათ ვაჭრობა რაღაც თემებზე და უპირობოდ შედით პარლამენტში”,- ამბობს ხუხაშვილი.