თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაკეთებული წარწერის გამო, დააჯარიმებს.
როგორც მეტრონომს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მომღერალმა უცნობმა ხალხმრავალი ანტიოპოზიციური აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მადლობა გადაუხადეს და საბოლოოდ, დედა ენის ბაღში მივიდნენ, სადაც მარადისობის დღე დააფუძნეს.
გია გაჩეჩილაძემ წარწერა ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.