[su_quote]ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადამდებლობის ინდექსი იზრდება. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე. თუ ჩვენ ყველა ამ საკითხზე არ გავამახვილეთ ყურადღება და არ გავამკაცრეთ დისციპლინა და აღსრულება, მაშინ ქვეყანაში სერიოზული მესამე ტალღა გვექნება[/su_quote]
ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქრონიკის ეთერში განაცხადა