Facebook, Facebook Messenger და Instagram შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ downdetector-ზეც წერენ. ხარვეზის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
downdetecto-ის პლატფორმაზე ჩანს, რომ მომხმარებელთა 59% Facebook-ის აპლიკაციას საერთოდ ვერ რთავს, 25 % აპლიკაციაში შესვლის პრობლემა აქვს, 15% კი სიახლეების ნახვას ვერ ახერხებს. მომხმარებელთა 67% ამბობს იმასაც, რომ ვერ ეცნობა ვერც Instagram-ის სიახლეებს. 21%-ს კი აპლიკაციაში შესვლა უჭირს.
ამ ეტაპისთვის Facebooks ოფიციალური ინფორმაცია არსებულ ხარვეზზე არ გაუვრცელებია.