aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღეს ქართველები რუსთაველზე მშვიდობიანი გზით დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რა დროსაც საბჭოთა არმიამ დაარბია და უამრავი ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედნიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიონებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპოკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.

იტვირთბა....