სოფელ ორსანტიაში მეოთხე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომელიც აფხაზეთიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას. ამის შესახებ მეტრონომს სუს-მა დაუდასტურა.
დღეს დილიდან მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.
დღეს, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.