aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ენგურში გარდაცვლილებზე, პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ ქართველების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

“მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფლად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს.

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული  კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვას ცდილობს. დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზირებ მათ მწუხარებას”, — წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

 

იტვირთბა....