სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია დღეს 17:00 საათზე, დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართავს სახელწოდებით, გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის.
დღეს, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.