ახალი ამბები მთავარი

ვიოლა ფონ-კრამონი: საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმაზე შორსაა ვიდრე წარმოგვიდგენია

საქართველო იმაზე შორსაა ევროკავშირის წევრობიდან, ვიდრე ეს ჩანს, ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ-კრამონმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

ევროპარლამენტარმა თქვა, რომ აპლიკაცია, რომელიც შესაძლოა საქართველომ შეავსოს ევროკავშირის წევრობისათვის, საეჭვოა სერიოზულად იქნეს აღქმული.

“ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ევროკავშირის წევრობიდან იმაზე შორს ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ხელშესახებად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის მკაფიო. მიზანი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არსებობს კონცეფცია, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს. ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ საქართველო სულ სხვა მიმართულებით, თუმცა ახლანდელი მოცემულობა მაეჭვებს, რომ წევრობაზე აპლიკაცია შესაძლოა სერიოზულად იქნას აღქმული”, – განაცხადა ვილოა ფონ-კრამონმა.

შეგახსენებთ, 2024 წლისათვის საქართველო ევროკავშირის წევრობისათვის განაცხადის გაკეთებას აპირებს.

იტვირთბა....