ბათუმში შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე კერძო სახლი ჩამოინგრა, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება.