[su_quote]მინდა, შევეხო ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდს ეხება, სადაც მეწყრული ზონაა. არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია, დათესოს პანიკა და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს[/su_quote]
ეს განცხადება თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდის თემის კომენტირებისას განაცხადა.