[su_quote]გასათვალისწინებელია, რომ როდესაც კვლევა ტარდებოდა, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი და ქართული ოცნების პრემიერი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს, პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ გახარიას, როგორც პრემიერს, ჰქონდა მაღალი რეიტინგი და ეს IRI-ის კვლევამაც დაადასტურა[/su_quote]
ასე ეხმაურება პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც კითხვაზე რომელი პოლიტიკოსია თქვენთვის ყველაზე მისაღები, ყველაზე მაღალი, 65% გიორგი გახარიამ მიიღო.