ახალი ამბები

პაპუაშვილი: ვრცელდება ტყუილი, რომ ქართული გამოგონებაა კომენდანტის საათი

ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ვრცელდება ტყუილი, რომ ქართული გამოგონებაა კომენდანტის საათი. ამის შესახებ პაპუაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

“ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება პანდემიის და მისი სერიოზულობის მიმართ ცნობილია, მათ შორის 15 მაისს ჩანიშნული მიტინგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. საქართველოში ვრცელდება ტყუილი, თითქოს ეს იყოს რაიმე ქართული გამოგონება – კომენდანტის საათი. გადახედონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თითქმის ყველგან მოქმედებს კომენდანტი საათი. ეს მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება. არ არის გამორიცხული ჩვენსკენაც მოვიდეს და მერე დავიწყებთ ვაი ვიშ, ვიშს, ამიტომ კარგია, რომ სერიოზულად მოიქცეს ყველა და დაემორჩილონ იმ წესებს, რომელიც არის”, — ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობას პანდემიის გავრცელებაშიც ადანაშაულებს.

იტვირთბა....