ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებ მას პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

უწყების ინფრომაცციით, განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. ღარიბაშვილმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

იტვირთბა....